მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:2

1. ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით.2. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.3. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
2. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა რაჲ განემარჯოს (16,2).:

თარგმანი: ერთშაბათ კჳრიაკესა უწოდს. ესე იგი არს, ვითარმედ: კჳრიაკითი-კჳრიაკედ მოიჴსენებდით მადლსა მას, თქუენ ზედა ქმნილსა უფლისა მიერ, რომელმან აღდგომასა მისსა თანა აღგადგინნა და სამადლობელად მისსა მასვე დღესა ნაწილსა განიღებდით, მცნებისათჳს მისისა, საქმარად მოწყალებისა, და რაჲთა არა გრცხუენოდის, მცირე თუ რაჲმე იყოს ნაწილი იგი, შენგან მოწყალებისათჳს განჩინებული, ამისთჳს არა მყის მოღებასა, არამედ უნჯებასა და შეკრებასა გამცნებ, არა ძალისა უმეტესსა, არამედ, რაჲცა რაჲ ძალი მოგცეს ღმერთმან, და ესრეთ, შეკრებული იგი მოიღო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის