მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:14

13. კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს.14. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.15. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
14. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და კაცად-კაცადისა იგი საქმე ვითარ რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს, რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა; სასყიდელი მოიღოს; რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, — იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან (3,14-15).:

თარგმანი: არა ვითარ ვიეთმე ჰგონეს დასრულებადობასა, არამედ ყოვლად დაუსრულებელობასა მერმისა მის სატანჯველისასა ქადაგებენ სიტყუანი ესე სამოციქულონი. რამეთუ პირველად იწყებს ამას, ვითარმედ: ვიდრე მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ვალს უკუანაჲსკნელსა მას დღესა წინაშე ქრისტეს საყდრისა, უცნაურ არს ნივთი თითოეულისა საქმეთაჲ. ხოლო მაშინ, რაჟამს მსგავსად ბრძმედისა უმბრწყინვალეს ყვნეს საქმენი მართალთანი მდინარემან მან ცეცხლისამან, მსგავსად ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვათა პატიოსანთა, ამათ სასყიდელი მიიღონ კეთილსა მას საფუძველსა ზედა სარწმუნოებისასა პატიოსანთა ნივთთა შენებისათჳს, რომელ არიან საქმენი კეთილნი, ხოლო რომელთაჲ ნივთი ადვილად დაიწუეს, ესენი იზღვნინენ მიჴდითა პატიჟისაჲთა, რაჟამს არა დაწუვასავე თანა უძლურთა მათ ნივთთასა დაიწუნენ იგინიცა და განქარდენ, არამედ გაწყრნენ. ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანითა წარმოთქუმითა, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, დაშჭირდეს, ხოლო იგი ცხნოდეს, არამედ ესრეთ, ვითარცა ცეცხლისაგან. ხოლო ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, მას ზოგად ორივე...

სრულად ნახვა
თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, მან სასყიდელი მოიღოს (3,14).:

თარგმანი: ესრეთ კეთილის მოქმედთათჳს არს, რამეთუ თითოეულმან სასყიდელი მოიღოს თჳსთა საქმეთაჲ. უკუეთუ გამოიცადნენ რაჲ ცეცხლისა მიერ, შეუწუველად ეგნენ. ხოლო ამას გამოვეძიებ, თუ რაჲსათჳს ღმერთმან, ვინაჲთგან იცის თითოეულისა საქმე, თუ ვითარი არს, ცეცხლითა გამოსცდის მათ? გარნა მე ვჰგონებ, რამეთუ — ამისთჳს, რაჲთა რომელნიმე განწმდენ და უმეტესად განბრწყინდენ მართალნი, და რომელნიმე იტანჯნენ, რომელნი ბოროტისმოქმედ იყვნენ, რამეთუ ორად განიყოფვის მაშინ ძალი ცეცხლისაჲ: მართალთათჳს — განმწმედელ, ხოლო ცოდვილთათჳს — მტანჯველ, რაჟამს ჭამდეს ნივთსა მას ბოროტსა ვითარცა თივასა, და განჰლევდეს ყოვლისავე უკეთურებისა სიხენეშესა, ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი გრიგოლ: ხოლო ცოდვილსა მას არა შესჭამს და უჩინო-ჰყოფს, ვითარ-იგი საქმეთა მისთა, არამედ ეგოს იგი მას შინა მრთელად და იწუვოდის უკუნითი-უკუნისამდე. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: თჳთ ცხონდეს, გარნა ესრეთ, ვითარცა ცეცხლისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის