თარგმანი: ესე არს თავისა თჳსისა ცთუნებაჲ, რაჟამს სწავლათა ამათ სამოციქულოთა არა ირწმუნებდეს ვინმე და თჳსით გონებით სხუასა რასმე იზმნიდეს. რამეთუ აჰა ესე ბრძანებს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს ბრძენ ყოფაჲ თქუენ შორის ამას სოფელსა, იქმენინ სულელ, რაჲთა იყოს ბრძენ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე თქუენ შორის მოქადულ არს ამას სოფელსა შინა ბრძენ ყოფად, გარეშითა მით სიბრძნითა და სწავლულებითა, პირველად ესე მოიგენ, რომელ ? ვეტყჳ: დატევებაჲ ცუდ-სახელისა მის და ამაოდ აღმაზუავებელისა საწარმართოჲსა სიბრძნისაჲ, და ეგრეთ მოუჴედინ სისულელედ წოდებულსა ამას სიბრძნესა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისა ჩუენისასა, ვითარცა ნამდჳლვე მიმაახლებელსა ღმრთისასა, რომელი-ესე ყოვლისავე სოფლისა შეურაცხებასა უბრძანებს, საუკუნეთა მათთჳს მოსაგებელთა. ამისთჳს ნუ ვის შეურაცხ უჩნნ ესევითარი ლიტონ მსოფლელობაჲ, რომელსა-იგი სარწმუნოებაჲ მოგუატყუებს ჩუენ, რაჲთა არა კაცობრივთა გულისსიტყუათა გარწმუნებდით გამოძიებასა ქრისტეს ქადაგებისა საიდუმლოთასა; ვითარმცა ვიტყოდეთ, ვითარმედ: ვინაჲ...
1 კორინთელთა მიმართ 3:18
17. რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.18. ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ.19. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3