მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:21

20. და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო.21. ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს:22. გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
21. ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).:

თარგმანი: მოძღუართა მათთათჳს ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ ნუცა ერთსა რას მადლთა მათ მინიჭებულთა მათთაგანსა ზედა იქადიან, რამეთუ არარაჲსა სხჳსათჳს, თჳნიერ თქუენისა სარგებელისათჳს, მიცემულ არს მათდა ყოველივე იგი.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).:

თარგმანი: კუალად მოძღუართა მათ მიმართ, რომელნი იყვნეს კორინთეს შინა, ჰყოფს სიტყუასა, რომელნი-იგი ზუაობდეს მადლთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ იყვნეს მათდა, ანუ თუ სწავლისაჲ, ანუ სხჳსა რაჲსამე და ამისთჳს ეტყჳს მოციქული ერსა, ვითარმედ: არა უჴმს მათ სიქადული, რამეთუ რავდენნიცა მადლნი ჰქონან, თქუენთჳს ჰქონან, ერისა მაგის მორწმუნისა, თქუენთჳს მოცემულ არიან მათდა მადლნი იგი, რაჲთა თქუენ გარგებდენ; რაჲსათჳს უკუე იქადიან საქმეთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ არიან მათდა არა თჳსთა შრომათა მიერ, არამედ თქუენთჳს და თქუენისა ცხორებისათჳს!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის