თარგმანი: ბევრ მზარდულ მოძღუართა მათ მათთა უწოდს, რომელთაგან მიმოგანყოფილ იყვნეს კორინთელნი. ამისთჳს მათ განუჩენს მზარდულობასა, ხოლო თავისა თჳსისად დაიშთენს მამობასა. და კუალად, რაჲთა არა სრულიად შეურაცხ-ყვნენ მათ მოძღუარნი მათნი, ამისთჳს დასწერს, ვითარმედ იგინიცა ქრისტეს მიერ არიან და მეცა, და არცა ერთი შეურაცხსაყოფელ ვართ. ოდენ და-მცა-ცვულ არს მათდა ადგილი მზარდულობისაჲ და ჩემდა მშობლობისაჲ. რაჲთა ვითარ-იგი თჳთ მე სახარებისა მიერ ემბაზითა ნათლისღებისაჲთა შობასა თქუენსა, არა თავსა ჩემსა, არამედ ქრისტესა განუკუთნებ, ეგრეთვე მათ მზარდულობაჲ იგი — ჩემდად, და უფროჲსღა ყოველივე ქრისტესდად შეჰრაცხენ. და ესე რაჲ თქუა მზარდულთათჳს, ზოგად ყოველსა მას ერსა ჰლოცავს, რაჲთა მობაძავ მისსა იყვნენ. არა ზუაობით მბრძანებლობს, არამედ ადვილობასა საქმისასა წინა-დაუდებს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემდა — ქრისტესი, რაოდენ უფროჲს თქუენდა ჩემი მობაძავ-ყოფაჲ არა შეუძლებელთა საქმეთაგანი არს.
1 კორინთელთა მიმართ 4:16
15. რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.17. ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4