თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზემოსა მას შეუდგს და ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რაჲ-იგი პავლეს ესწავა ადგიდ-ადგიდ ყოველთა ეკლესიათადა, მისდავე მოჴსენებად მიუვლინა მათ ტიმოთე. ხოლო შემდგომი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, რაჲთა კიდე-განიყოფვოდის და თავად დაიწყებვოდის, ვითარმედ: "რეცა არა მომავალობისა ჩემისათჳს თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნეს". ესე იგი არს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათ შორის, რომელნი ჰგონებდეს თჳსსა წარმართებულებასა, სიტყჳსათჳს ანუ საქმისა, მოქალაქობისათჳს გინა მეცნიერებისა, ანუ სხჳსა რაჲსმე სულიერთა საქმეთაგანისა, რომელთა ზედა ამისთჳს მაღლოვოდეს, რამეთუ არა იყო მათ თანა მოძღუარი და მამხილებელი მათი —დიდი ესე მოციქული ქრისტესი, რომელი უფროჲს სასწორისა და კანონისა იყო გამომაჩინებელი მეტობისა და ნაკლულევანებისა. ამისთჳს დაყოვნებაჲ მისი ყოვლად არღარა მისლვად ჰგონეს, და ამისთჳს უფროჲს განსივნეს ზუაობითა.
1 კორინთელთა მიმართ 4:18
17. ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.18. რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.19. ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი,
1 კორინთელთა მიმართ თავი 4