თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ხოლო ესე, ძმანო, გარდმოვიჩემე თავისა ჩემისად და აპოლლოჲსდად თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ ზემო წარმოთქუმულნი ესე სიტყუანი, დაღაცათუ თავსა ჩემსა და აპოლლოს ვაჩემენ, არამედ თქუენთა მაგათ მოძღუართათჳს მითქუმან.
5. ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.6. ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.7. რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 4