თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა კითხვის სახედ წარიკითხვოდინ სიტყუანი ესე: აწვე განმაძღარ ხართა? აწვე განჰმსდიდრდითა? თჳნიერ ჩუენსა განჰმეფდითა?" ვითარ თუმცა ჟამისა სიმოკლისაგან შეარცხუენდა მათ, ვითარმედ ესოდენ მსწრაფლ არცა ერთისა რაჲს მოქენე ხართა? რამეთუ მოქადულებაჲ ეგე თქუენი ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ თჳთ მას თავსა მეცნიერებისასა მიწევნულ ხართ, რომელ არს ჭეშმარიტი განმდიდრებაჲ. რამეთუ ამას ტკივილით ეტყჳს მათ, ვითარ ესოდენთა ნიჭთა ღირს-ქმნულნი მისგან, არცა ღათუ ზიარ თჳსსა ჰყოფდეს ქადაგსა მას და მოძღუარსა მათსა.
1 კორინთელთა მიმართ 4:8
7. რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?8. აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4