თარგმანი: ნაყროვანთა სამხილებელად იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ყოველივე წინა-მიც მე, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს. ესე იგი არს, ვითარმედ ყოველივე კეთილი საჭმლად ჩუენდა განუმზადებიეს ღმერთსა, არამედ არა ჯეროვან არს ყოვლისავე უზომოდ ჭამაჲ და გარდარეულად.
11. და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.12. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.13. საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6