მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი წმიდა იქმნნეს მის მიერ.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? (6,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: არა უწყითა, რამეთუ წმიდანი სოფელსა შჯიან? ესე იგი არს, არათუ მსაჯულად და სიტყჳს მიმჴდელად დასხდებიან, რომელი-ესე მხოლოდ ძისა ხოლო ღმრთისაჲ არს, არამედ დაშჯიან მას. რამეთუ სოფლად უწოდს სოფლიოთა გემოთა მიდევნებულთა, რომელთა კრებული სოფლისა ზეშთა ქმნულთა წმიდათაჲ დააშჯის, ვითარმედ არა უძლურებისაგან ბუნებისა იყო ცოდვასა მიდევნებაჲ მათი, არამედ უდებებისაგან გონებისა. რამეთუ უკუეთუმცა გულს-ედგინა, ესრეთვე მათცა ვერარაჲ დამაყენებელ ექმნებოდა მოგებად სათნოებისა, ვითარ-იგი წმიდათა მათ, რომელნი-იგი მისვე კაცობრივისა ბუნებისაგანნი იყვნეს.

მოციქულისაჲ: და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთ სამშჯავროჲსა მის საწუნელისა (6,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ ძლით განიკითხვის სოფელი, უღირს ხართ სამშჯავროჲსა უდარესისა. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენსა ნიჭსა ღირს ქმნულ ხართ, რომელ თქუენითა განიკითხვის და დაესაჯების უსამართლოებაჲ მათი, რომელნი სოფლისა ამის ამაოებასა შექცეულ იქმნნენ, არღარა გიღირს, რაჲთამცა წარმოსდეგით განკითხვად უდარესსა ამას აქასა სამშჯავროსა, მსაჯულთა წინაშე ცრუთა და უმშჯავროთა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა (6,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი ვსაჯნეთ არა თუმცა სოფლიონი? ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვთქ წმიდათა მიერ შჯაჲ სოფლისაჲ, ნუ დაგიკჳრდების, რამეთუ უკუეთუ ანგელოზთაცა შჯიან, რაოდენ უფროჲს კაცთა ამის სოფლისათა! ხოლო ანგელოზად აწინდელსა ამას ადგილსა არათუ, ვითარ-იგი ვიეთმე ჰგონეს, მღდელთა უწოდს ეკლესიისათა, არამედ ეშმაკთა იტყჳს, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "წარვედით ცეცხლსა საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). ხოლო თუ ვითარ შჯიან წმიდანი კაცნი ეშმაკთა, ისმინე: რამეთუ რაჟამს ჩუენ თანა განიკითხვოდინ იგი უფლისა მიერ, ვითარ უჴორცოებაჲ ბუნებისა მათისაჲ უდარეს ჩუენ ჴორციელთასა გამოაჩინეს, სრულიად განვრდომითა კეთილისაგან, ამისთჳს უმეტესად დამძიმდეს საშჯელი მათი.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ამის სოფლისაჲ სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულსა შორის ესენი დასხენით. საკდემელად თქუენდა გეტყჳ (6,4-5).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყჳსაებრ თქუენისა ვთქუა, ვითარმედ: ნუუკუე და არავინ არს ბრძენ და გულისჴმისმყოფელ შესაკრებელსა თქუენსა შინა, ბჭობად ჴორციელისა მის სამშჯავროჲსა თქუენისა, რომელი-ესე არა ესრეთ არს, დაღაცათუ მე საკდემელად თქუენდა ვიტყჳ, არამედ რეცა თუ ეგრეთ არს, და ყოვლად უღონო ხართ პატიოსნისა ვისგანმე, გარნა თქუენ უმჯობეს გიჩნდინ, რაჲთა მათგან მორწმუნეთა შეურაცხნი და უნდონი დასხნეთ მსაჯულად თქუენდა, ვიდრე გარეშეთა მათ ურწმუნოთაგან ბრძენნი და პატიოსანნი.

მოციქულისაჲ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმანცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა? არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისაჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე (6,5-6).

თარგმანი: სახელი რაჲ ძმისაჲ დაჰრთო, ცხად ყო, ვითარმედ, ვინაჲთგან ძმათაჲ არს საშჯელი იგი და არა უცხოთაჲ, ამისთჳს არად საჴმარ არს მრავალღონეობაჲ და სიჴელოვნე სიტყუათაჲ დაჴსნად სიძნელისა საქმეთაჲსა, არამედ ორთავე მათ მოსარჩლეთა კმა-ეყოფვის შესაკდიმებელად სახელი ძმობისაჲ, რაჲთა არა ვითარცა უცხონი, მბრძოლ, არამედ ვითარცა ძმანი, ადვილად დაეგებვოდინ ურთიერთას. რამეთუ თჳთ მებრ ესე სირცხჳლ არს, რომელ ყოვლად საშჯელი უც ძმათა ურთიერთას, ხოლო ოდეს წინაშე მოსაჯულთა უცხოთასა განიღებდენ საშჯელსა მას, ესე თჳთ მრჩობლისა საშჯელისა მომატყუებელ არს.

მოციქულისაჲ: აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ საშჯელი გიც ურთიერთას (6,7).

თარგმანი: ვისგან ძლეულება არს? — გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ — ბოროტისაგან კეთილისა, რაჟამს ესოდენ იძლიოს გულისწყრომისაგან, ვიდრეღა სამშჯავროდ მირბიოდის.

მოციქულისაჲ: რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ გევნების; რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ მიგეხუეჭების, არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ და ამას — ძმათა? (6,7-8).

თარგმანი: აჰა ესერა მრავალნაწილ ყო ბრალი შეცოდებისაჲ; პირველად, რომელ არა თჳთ თავს-ვიდებთ სხუათაგან მიმძლავრებულებასა და მიხუეჭილებასა; მეორედ, რამეთუ ჩუენ სხუათა ვავნებთ; მესამედ, რამეთუ არა უცხოთა, არამედ თჳსთა ძმათაგან მოვიხუეჭთ.

ჳკუმენისი: ვითარესე ცხად ჰყოფს სიტყუაჲ სამოციქულოჲ, პირველი და უდარესი ნაწილი ესე არს, რაჲთა არცა ვის გავნებდეთ, არცა ვისგან გუევნებოდის. ხოლო მეორე და უმაღლესი, — რაჲთა გუევნებოდის და თავს-ვიდებდეთ.

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? (6,9).

თარგმანი: არა მტყუვარობისა, არამედ უსამართლოებისა თქუმაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ უსამართლოებაჲ ზოგადი სახელი არს ყოველთა ცოდვათა და შჯულისა გინა მცნებისა გარდასლვათაჲ, რომელი-ესე ზოგად ყოველთა შესაშინებელ ყო მოციქულმან. და ამიერ ყო დაწყებაჲ შენებათა თჳსთაჲ.

მოციქულისაჲ: ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).

თარგმანი: ვინაჲთგან იყვნეს ვინმე კორინთელთა შორის, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "კაცთმოყუარე არს ღმერთი; შეუნდობს ყოველთა ცოდვილთა და სასუფეველსა შეიყვანებს სიმრავლითა სიტკბოებათა თჳსთაჲთა", ამისთჳს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რომელნი ამას იტყჳთ და ყოფად ესავთ, რამეთუ ნამდჳლვე ყოვლად საცთურეან არს მოლოდებაჲ კეთილისაჲ და მიმთხუევაჲ ბოროტისაჲ. ამისთჳსცა პირველად მსიძავთაჲთ იწყო, რაჲთა ამხილოს სიძვასა შთავრდომილსა მას, და შემდგომითი-შემდგომად წარმოთქუნა მიზეზნი, სასუფეველით განმაგდებელნი ჩუენნი.

ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, თუ რაჲსათჳს მომთრვალენი მემრუშეთა და კერპთმსახურთა თანა აღრიცხუნა; პირველად ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის ქმნილ არს მთრვალობაჲ მიზეზ ორთავე ამათ — მრუშებისაცა და კერპთმსახურებისაცა; ვითარ-იგი ისრაიტელთა წინა-წარიძღუანეს მთრვალობაჲ და ეგრეთღა შეუდგინეს კერპთმსახურებაჲ. ხოლო მეორედ, რამეთუ არა უფროჲს უმცირესობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და მივალთ გეჰენიად, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა" (). აჰა მიზეზი ფრიად უდარესი მთრვალობისაჲ და მიმყვანებელი გეჰენიად, რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ არა განყოფილებაჲ უმძიმესთა და უდარესთაჲ, არამედ ზოგად მიზეზნი ოდენ წარმოუთქუმან მოციქულსა, რომლითა განვრდომილ ვიქმნებით სასუფეველისაგან, ხოლო თითოსახეობაჲ სატანჯველთაჲ შესწორებულად თითოეულისა ბრალისა სიდიდისა და სიმცირისა — მერმესა მას სატანჯველსა შინა გუესწავოს.

მოციქულისაჲ: და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა (6,11).

თარგმანი: კუალად ქველისმოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს, ვითარმედ: თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე ზემო წარმოთქუმულთა ამათ ვნებათა შინა იყვენით, ესოდენ განვრცნა თქუენ ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელ არა ხოლო ბიწისაგან განიბანენით და განსწმიდით, არამედ მართალთაცა დასსა თანა აღირაცხენით. და ესე — არავინაჲთ სხჳთ, თჳნიერ მხოლოდ სახელითა ქრისტესითა და მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოგემადლა თქუენ.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ კუალად მოძღუართა მათთა ამხილებს, ვითარმედ: არცა ერთი ვინ მაგათგანი ქმნილ არს მჴსნელ და განმამართლებელ თქუენდა, თჳნიერ სახელი ქრისტესი და სული ღმრთისა მამისა.

მოციქულისა: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს (6,12).

თარგმანი: ნაყროვანთა სამხილებელად იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ყოველივე წინა-მიც მე, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს. ესე იგი არს, ვითარმედ ყოველივე კეთილი საჭმლად ჩუენდა განუმზადებიეს ღმერთსა, არამედ არა ჯეროვან არს ყოვლისავე უზომოდ ჭამაჲ და გარდარეულად.

მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო (6,12).

თარგმანი: კუალად ესეცა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ყოველივე წინა-მიც მე, არამედ მე არავისგან უფლებულ ვიქმნე. ესე იგი არს, ვითარმედ უფალ და თჳთმფლობელ ვარ ჭამად და სუმად, არამედ უკუეთუ განვსცე თავი ჩემი უზომოდ ჴუმევასა მათსა, უფლებისა წილ მათისა უფლებულ ვიქმნე მათგან. ამისთჳსცა, რომელთა ღმერთ მუცელი არს, არცა ერთისა მათგანისა საჴელმწიფო ვიქმნე მე.

მოციქულისაჲ: საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს, ხოლო ღმერთმან ესეცა და იგიცა განაქარვოს (6,13).

თარგმანი: ამას ადგილსა საზრდელად, ანუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, საჭმლად უზომოებასა უწოდს საჭმელთასა; ხოლო მუცლად სახელ-სდებს ნაყროვნებასა; და ესრეთ, იტყჳს, ვითარმედ: უზომოებაჲ საჭმელთაჲ მეგობარი არს ნაყროვანებისა. და ნაყროვანებაჲ — მოყუარე საჭმელთა უზომოებისაჲ. და ესე არა მიტევებენ ჩუენ ქრისტეს მიმართ აღსლვად, არამედ და დამზიდვენ, მიერ განსავალით, ვინაჲ-იგი განვალს ნამეტნავი ჭამადთაჲ. ამისთჳსცა ღმერთმან და იგიცა განაქარვოს; მუცელი, არამედ ნაყროვნებაჲ; არა საზრდელი, არამედ საჭმელი; რამეთუ საზრდელ ეწოდების ზომიერსა (რომელსა თჳთ ესევე მოციქული გუაწუევს ქონებად საზრდელისა და საფარველისა), ხოლო საჭმელ არს უზომოჲ და გარდარეული მეტნობაჲ. ვინაჲცა სიტყუაჲ ესე განქარვებისაჲ ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მერმისა მის საუკუნოჲსათჳს წინაჲსწარმეტყუელებს, ვითარმედ არღარა ყოფად არს მუნ ჭამაჲ და სუმაჲ; და ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ვითარცა მოძღუარი და მოციქული, ილოცავს ერისათჳს, რაჲთა მოისპოს მათგან უზომოდ და ნაყროვნებით ჴუმევაჲ კეთილთა ღმრთივ-მოცემულთაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს და უფალი ჴორცთათჳს (6,13).

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ ჴორცთა რასმე აბრალებს; არამედ ნაყროვნებისად შეჰრაცხს ბრალსა უზომოებისასა. ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: არა ამისთჳს დაბადებულ არს გუამი ჩუენი, რაჲთა იშუებდეს და უზომოებითა შუებისაჲთა სიძვასა შთავარდებოდის, არამედ რაჲთა მარადის ქრისტესა შეუდგეს, რომელი-იგი არს ნამდჳლვე თავ მისსა. ხოლო კეთილად არა შემდგომობასა სიტყჳსასა მიჰყვა თქუმად, ვითარმედ "ჴორცნი ესე", ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, გუამი ესე — არა ნაყროვნებისათჳს, არამედ თჳთ აღსასრულსა და ნაყოფსა ნაყროვნებისასა თანა მიიწია, ვითარმედ: გუამი ესე არა სიძვისათჳს; რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ აღსასრულ ნაყროვნებისა არს სიძვაჲ. ნამდჳლვე არა სიძვისათჳს შექმნულ არს გუამი ჩუენი, არამედ უფლისათჳს, და უფალი გუამისა ჩუენისათჳს, ვითარცა თავი გუამისა ასოთაჲ. ამისთჳს გჳღირს, რაჲთა წმიდა ვიყვნეთ ასონი მისნი, ვითარ-იგი თჳთ თავი ჩუენ ყოველთაჲ წმიდა არს.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).

თარგმანი: ჟამიერად დაჰრთო მოციქულმან ადგილსა ამას საჭმელთა კრძალვისასა მოჴსენებაჲ აღდგომისაჲ, რაჲთა მის მიერ მოგუაჴსენოს მოკუდავებაჲ და განხრწნადობაჲ ჩუენი, ვითარმცა დასაჴსნელად მძლავრებასა —უზომოდ ჭამისასა ეტყოდა კაცსა, ვითარმედ: აჰა, ჰშჭამე და ჰსუ უზომოდ; რაჲ არს აღსასრული მისი, თჳნიერ სიკუდილი და ხრწნილებაჲ!

ხოლო შენ რაჟამს გესმას ღმრთისა მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ, ნუ შეშფოთნები, ვითარმცა ქრისტე ვერ შემძლებელ იყო აღდგინებად თავისა თჳსისა, რამეთუ მისი არს სიტყუაჲ ესე ჴელმწიფებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტყუაჲ დაჰრთო, ვითარცა უეჭუელსა; ხოლო ჩუენსა რაჲ აღდგომასა თანა მოვიდა, და დაჰრთავს, ვითარმედ: "ძალითა მისითა", რაჲთა, რაჟამს იკითხვიდე, თუ ვითარ აღვდგებით, წინა-გიყოს წარმართებაჲ აღჴსნისაჲ, ვითარმედ: ძალითა მისითა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? — ნუ იყოფინ! (6,15).

თარგმანი: კუალად პირველ დაწყებულისა მისვე სიტყჳსა გზასა აღსლვითა მამხილებელ ექმნების მეძავთა; და არა ხოლო ამას კმა-ჰყოფს თქუმად, ვითარმედ: "აღვიხუნე ასონი ქრისტესნი და შევაუღლნე მეძავსა", არამედ —რომელი-იგი ამისსა უსაზარელეს არს, ვითარმედ: "ვყვნე ასო მეძვის", ესე იგი არს, ვითარმედ არა ხოლო ქრისტეს ასო ყოფისაგან განვაგდებ მათ, არამედ ყოვლითურთ ასო მეძვის ვჰყოფ, რომელი-ესე ყოვლად უსაწყალობელეს არს, რაჟამს ქრისტეს წილ აღირჩიოს ვინმე მეძავი.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ, რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არ (6,16).

თარგმანი: კუალად ადებისა შემოღებითა ძუელისა წამებისაჲთა დაგჳმტკიცებს, ვითარმედ შთავრდომაჲ არა ხოლო ქრისტეს ასო ყოფისაგან განგუთხევს, არამედ ყოვლითურთ ერთჴორც მეძვისა თანა გუყოფს, რომელი-ესე უსაწყალობელეს არს.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ ას (6,17).

თარგმანი: რაჲ არს შეყოფაჲ უფლისაჲ, გარნა ესე, რაჲთა არარას ქუეყნიერსა და ნივთიერსა დაემონოს კაცი, არამედ ყოვლითურთ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთა მოქმედებასა შემშჭუალოს თავი თჳსი, რომლითა იქმნების ერთსულ ყოფაჲ მის თანა ესრეთ, რაჲთა არღარა ჴორცთა და სოფლისა, არამედ ყოვლითურთ სულისა თჳსისა და ქრისტესსა ცხოველ იყოს, რამეთუ ესევითარსა მას დაღაცათუ ჴორცნი ზედა-ესხნენ, არამედ ამიერვე განსრულ არს ჴორცთაგან, რაჟამს არღარაჲთ ჰყოფდეს ნებასა მათსა.

მოციქულისაჲ: ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,18).

თარგმანი: ამისთჳს უფროჲს ყოვლისა სავლტოლველ არს სიძვაჲ, რამეთუ ყოველი არსებაჲ განიხრწნების ზოგად სულისა და ჴორცთაჲ. ვინაჲთგან სხუანი ცოდვანი სულისა ოდენ დამშჯელ არიან, გინა თუ სულისაგან მარტოდ იშვებიან, ვითარ: შური, რისხვაჲ და ანგაჰრებაჲ, ხოლო სიძვაჲ ზოგად სულისა დაშჯასა თანა, და ჴორცთაცა შემამთხუეველ არს ხრწნილებისა. ამისთჳს, ჭურჭელი შეგინებული ქენე იყვის განწმედისა, ეგრეთ, ისიძვის რაჲ კაცმან, მყის არა ხოლო სა, არამედ ჴორცთაცა მისთა საჴმარ იქმნის საბაელი სალებისა მისთჳს ბილწებისა, -ესე არად საჴმარ არს რისხვისათჳს გინა ანგაჰრებისა. და კუალად, ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: რაჟამს უსაკუთრესად იტყოდი სიტყუასა ამას, ვითარ-იგი არს — ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნას კაცმან, გარეშე გუამისა არს, ხოლო მსიძავი თჳსისა გუამისა მიმართ ცოდავს, — მაშინ ესრეთ გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ, ვინაჲთგან თავ ჩუენდა არს ქრისტე, რომლისა ასოებ ვართ. რომელი ისიძვიდეს, არა თავისა თჳსისა, არამედ თავისა მის მიმართ ჩუენ ყოველთაჲსა — ქრისტესსა ცოდავს, და ზოგად კრებულისა მიმართ და სავსებისა ძმათაჲსა, რამეთუ არა ხოლო თავსა თჳსსა, არამედ მოყუასსა მასცა შეაგინებს, რომლისა თანა ისიძვოს. ამისთჳს ბევრეულისა ტანჯვისა ღირს არს, ვინაჲთგან ჴორცთავე თჳსთა თანა არცაღა სხჳსა ჴორცთა შეგინებად ჰრიდებს; რამეთუ, რომელი თავისა თჳსისა ბოროტ არს, სხუასა ვითარ კეთილ ექმნეს? ვინაჲცა მოციქული მისწერდა რაჲ ზრქელთა და ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ, თჳთ მებრვე ჴორცთაჲ წინა-უყო მათ, ვითარმედ: დაღაცათუ სულისა რიდობად , ჴორცთაღა სადმე თქუენთა უეჭუელად ჰრიდეთ; რამეთუ ესე ცოდვაჲ სულისა თანა ჴორცთაცა განმხრწნელ არს.

თქუმულ არს ვიეთგანმე ესეცა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ: ვინაჲთგან წერილ არს მამაკაცისა და დედაკაცისათჳს — "იყვნენ ორნივე იგი ერთჴორც" (), — აწ უკუე, რომელი არა საღმრთოთა შჯულთა მორჩილებითა იქორწინებდეს პატიოსნებით, ვითარ-იგი თქუმულ არს — "პატიოსან არს ქორწილი, და საწოლი — შეუგინებელ" (), - არამედ შეგინებულითა სახითა ისიძვიდეს, ესევითარი იგი ჴორცთა მიმართ თჳსთა ცოდავს, რომელ არს დედაკაცი, და მაგინებელ ექმნების ქორწილისა პატიოსნებასა მისსა, რომელი-იგი გუერდისა მისისაგან მოღებულობითა ერთგუამ არს მის თანა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი თქუენ შორის ტაძარნი სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან? (6,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ გუამი თქუენი ტაძარ თქუენ შორის მყოფისა მაგის სულისა წმიდისა არს, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან? ესე იგი არს, რამეთუ ზოგად მოჴსენებითა ნიჭისაჲთა, რომელ არს სული წმიდაჲ, და მომცემელისაჲთა, რომელ არს ღმერთი, პატიოსან ჰყოფს-ცა სავანესა სულისა წმიდისასა გუამსა ჩუენსა, და განგუაკრძალებს-ცა, რაჲთა არა ვყოთ ტაძარი ღმრთისაჲ ტაძარ ეშმაკისა.

მოციქულისაჲ: და არა ხართ თჳსთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).

თარგმანი: არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, არამედ ბოროტთა საქმეთაგან დაგუაყენებს, რაჲთა თჳთმფლობელითა ნებითა ესე აღვირჩიოთ და განვბჭოთ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს თავთა ჩუენთაჲ, არამედ ყოველივე მეუფისაჲ არს, ზოგად სული და ჴორცნი ჩუენნი, რომელნი-იგი ღმერთმან მამამან მოიყიდნა ჴელმწიფებისაგან სატანაჲსსა სისხლითა მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა.

მოციქულისაჲ: ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ (6,20).

თარგმანი: მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა იდიდების ღმერთი, ვითარ-იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: რომელნი ხედვიდენ კეთილთა საქმეთა თქუენთა, ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. აწ უკუე, ესე არს ჴორცითა დიდებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა მოქმედ ვყვნეთ ჴორცნი კეთილთა საქმეთა. ხოლო სულითა დიდებაჲ ესე არს, რაჲთა არა ხოლო ჴორცითა, არამედ სულითაცა და გონებითა განვეყენნეთ ცოდვისაგან. რამეთუ, რომელმან მიხედნეს გულის-თქუმად, მუნთქუესვე მრუშებაჲ ითქუმის მისთჳს გულსა შინა. ესრეთ ჴორცითაცა და სულითა რაჲ განგუაკრძალნა, ზოგად ორთათჳსვე იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ადიდეთ ღმერთი ჴორცითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რომელნი-იგი არიან ღმრთისანი. ესე იგი არს, ვითარმედ თჳთ ჴორცნიცა ეგე და სული ღმრთისა მიერ მოცემულ არიან თქუენდა, და არარაჲ გაქუს თავთა თჳსთაჲ, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ მის მიერ.