თარგმანი: ამას ადგილსა საზრდელად, ანუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, საჭმლად უზომოებასა უწოდს საჭმელთასა; ხოლო მუცლად სახელ-სდებს ნაყროვნებასა; და ესრეთ, იტყჳს, ვითარმედ: უზომოებაჲ საჭმელთაჲ მეგობარი არს ნაყროვანებისა. და ნაყროვანებაჲ — მოყუარე საჭმელთა უზომოებისაჲ. და ესენი არა მიტევებენ ჩუენ ქრისტეს მიმართ აღსლვად, არამედ დაღმართ დამზიდვენ, მიერ განსავალით, ვინაჲ-იგი განვალს ნამეტნავი ჭამადთაჲ. ამისთჳსცა ღმერთმან ესეცა და იგიცა განაქარვოს; არა მუცელი, არამედ ნაყროვნებაჲ; არა საზრდელი, არამედ საჭმელი; რამეთუ საზრდელ ეწოდების ზომიერსა (რომელსა თჳთ ესევე მოციქული გუაწუევს ქონებად საზრდელისა და საფარველისა), ხოლო საჭმელ არს უზომოჲ და გარდარეული მეტნობაჲ. ვინაჲცა სიტყუაჲ ესე განქარვებისაჲ ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მერმისა მის საუკუნოჲსათჳს წინაჲსწარმეტყუელებს, ვითარმედ არღარა ყოფად არს მუნ ჭამაჲ და სუმაჲ; და ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ვითარცა მოძღუარი და მოციქული, ილოცავს ერისათჳს, რაჲთა მოისპოს მათგან...
1 კორინთელთა მიმართ 6:13
12. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.13. საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.14. ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6