მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:16

15. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!16. არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.17. ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
16. არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ, რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთჴორც (6,16).:

მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი წმიდა იქმნნეს მის მიერ.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? (6,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: არა უწყითა, რამეთუ წმიდანი სოფელსა შჯიან? ესე იგი არს, არათუ მსაჯულად და სიტყჳს მიმჴდელად დასხდებიან, რომელი-ესე მხოლოდ ძისა ხოლო ღმრთისაჲ არს, არამედ დაშჯიან მას. რამეთუ სოფლად უწოდს სოფლიოთა გემოთა მიდევნებულთა, რომელთა კრებული სოფლისა ზეშთა ქმნულთა წმიდათაჲ დააშჯის, ვითარმედ არა უძლურებისაგან ბუნებისა იყო ცოდვასა მიდევნებაჲ მათი, არამედ უდებებისაგან გონებისა. რამეთუ უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ! ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არიან? რამეთუ წიგნი იტყჳს: "იყვნენ ორნივე ერთჴორც". ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს. ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,15-18).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სხუანი ცოდვანი გარეგან ჴორცთაჲსა არიან, ხოლო რომელი ისიძვიდეს, ყოველსა მას არსებასა და ბუნებასა ჴორცთასა შეაგინებს, და ყოველივე გუამი და ყოველნივე საცნობელნი შეიგინებიან. რამეთუ კაცისმკვლელი და მტაცებელი ჴელთა ოდენ შეიგინებენ, ხოლო მსიძავი — ყოველთავე ასოთა თჳსთა და მეორისათაცა. და კუალად ესრეთცა ვინმე თქუა, ვითარმედ წერილ არს მამაკაცისათჳს და დედაკაცისა, ვითარმედ იყვნენ ორნივე ერთჴორც. ხოლო რომელი არა შჯულიერითა წესითა და ქორწინებითა შეეყოს დედაკაცსა, არამედ უშჯულოდ, ისიძვოს. რომლისადა ბრძანებულ არს, რაჲთა, უკუეთუ ჰნებავს, აქუნდეს ქორწინებაჲ პატიოსანი, ესევითარი იგი სიძვითა მით და არაწმიდებითა შეაგინებს თავსაცა თჳსსა და დედაკაცსაცა მას; ხოლო ესევითარი იგი თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს და მათდა მიმართ, რამეთუ არა თუ თჳსთა მათ ჴორცთა ბუნებასა ოდენ შეაგინებს, არამედ დედაკაცისასაცა, რომელი ჴორც მამაკაცისა არს, ვინაჲთგან გუერდისა მისისაგან დაიბადა. და ესრეთ აღესრულების სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსსაცა თავსა და რომელსა თანა ისიძვოს, ბილწებითა აღავსებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის