მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი წმიდა იქმნნეს მის მიერ.
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? (6,2).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: არა უწყითა, რამეთუ წმიდანი სოფელსა შჯიან? ესე იგი არს, არათუ მსაჯულად და სიტყჳს მიმჴდელად დასხდებიან, რომელი-ესე მხოლოდ ძისა ხოლო ღმრთისაჲ არს, არამედ დაშჯიან მას. რამეთუ სოფლად უწოდს სოფლიოთა გემოთა მიდევნებულთა, რომელთაცა კრებული სოფლისა ზეშთა ქმნულთა წმიდათაჲ დააშჯის, ვითარმედ არა უძლურებისაგან ბუნებისა იყო ცოდვასა მიდევნებაჲ მათი, არამედ უდებებისაგან გონებისა. რამეთუ უკუეთუმცა...