მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:18

17. ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.18. ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.19. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
18. ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,18).:

თარგმანი: ამისთჳს უფროჲს ყოვლისა სავლტოლველ არს სიძვაჲ, რამეთუ ყოველი არსებაჲ განიხრწნების ზოგად სულისა და ჴორცთაჲ. ვინაჲთგან სხუანი ცოდვანი სულისა ოდენ დამშჯელ არიან, გინა თუ სულისაგან მარტოდ იშვებიან, ვითარ: შური, რისხვაჲ და ანგაჰრებაჲ, ხოლო სიძვაჲ ზოგად სულისა დაშჯასა თანა, და ჴორცთაცა შემამთხუეველ არს ხრწნილებისა. ამისთჳს, ჭურჭელი შეგინებული ქენე იყვის განწმედისა, ეგრეთ, ისიძვის რაჲ კაცმან, მყის არა ხოლო სა, არამედ ჴორცთაცა მისთა საჴმარ იქმნის საბაელი სალებისა მისთჳს ბილწებისა, -ესე არად საჴმარ არს რისხვისათჳს გინა ანგაჰრებისა. და კუალად, ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: რაჟამს უსაკუთრესად იტყოდი სიტყუასა ამას, ვითარ-იგი არს — ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნას კაცმან, გარეშე გუამისა არს, ხოლო მსიძავი თჳსისა გუამისა მიმართ ცოდავს, — მაშინ ესრეთ გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ, ვინაჲთგან თავ ჩუენდა არს...

სრულად ნახვა
თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ! ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არიან? რამეთუ წიგნი იტყჳს: "იყვნენ ორნივე ერთჴორც". ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს. ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,15-18).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სხუანი ცოდვანი გარეგან ჴორცთაჲსა არიან, ხოლო რომელი ისიძვიდეს, ყოველსა მას არსებასა და ბუნებასა ჴორცთასა შეაგინებს, და ყოველივე გუამი და ყოველნივე საცნობელნი შეიგინებიან. რამეთუ კაცისმკვლელი და მტაცებელი ჴელთა ოდენ შეიგინებენ, ხოლო მსიძავი — ყოველთავე ასოთა თჳსთა და მეორისათაცა. და კუალად ესრეთცა ვინმე თქუა, ვითარმედ წერილ არს მამაკაცისათჳს და დედაკაცისა, ვითარმედ იყვნენ ორნივე ერთჴორც. ხოლო რომელი არა შჯულიერითა წესითა და ქორწინებითა შეეყოს დედაკაცსა, არამედ უშჯულოდ, ისიძვოს. რომლისადა ბრძანებულ არს, რაჲთა, უკუეთუ ჰნებავს, აქუნდეს ქორწინებაჲ პატიოსანი, ესევითარი იგი სიძვითა მით და არაწმიდებითა შეაგინებს თავსაცა თჳსსა და დედაკაცსაცა მას; ხოლო ესევითარი იგი თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს და მათდა მიმართ, რამეთუ არა თუ თჳსთა მათ ჴორცთა ბუნებასა ოდენ შეაგინებს, არამედ დედაკაცისასაცა, რომელი ჴორც მამაკაცისა არს, ვინაჲთგან გუერდისა მისისაგან დაიბადა. და ესრეთ აღესრულების სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსსაცა თავსა და რომელსა თანა ისიძვოს, ბილწებითა აღავსებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის