თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳ ამას, რაჲთა შეგარცხჳნო და დაგილიო მიზეზი, რაჟამს გრქუა თუ — უკუეთუ ბრძენნი არა გყვანან და სწავლულნი, უსწავლელთა დასხემდით მსაჯულად, და ოდენ მორწმუნენიმცა არიან. თუარა, უკუეთუმცა არა საკდემელად თქუენდა ვიტყოდე, არა თუ არა უწყი, ვითარმედ მრავალნი შჯულის მეცნიერნი არიან თქუენ შორის.
4. უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით?5. საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა?6. არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6