📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წნაშე? (6,1).
თარგმანი: რაჟამს ურთიერთას რაჲმე სარჩელი ედვის კორინთელთა მორწმუნეთა, წარვიდიან საწარმართოთა მათ საბჭოთა, ხოლო მოციქული ამისთჳს აბრალობს და ყუედრებით ეტყჳს, ვითარმედ: იკადროს ვინ თქუენ შრის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა ცრუთა წინაშე! ხოლო ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა, რამეთუ ეგევითარნი-იგი მარადის ცრუნი არიან, და ვეროდეს ძალ-უც ჭეშმარიტისა საშჯელისა სჯაჲ.
მოციქულისაჲ: და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).
თარგმანი: წმიდად იტყჳს ეკლესიისა წინამძღუართა მათ, ებისკოპოსთა და მღდელთა და მოძღუართა.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი საჯონ? (6,2).
თარგმანი: ერთი ჭეშმარიტებაჲ ქრისტიანეთაჲ გამოაჩინა, რაჟამს უწოდა მათ წმიდა, ხოლო აწ კუალად აღამაღლებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი საჯონ? ხოლო არა თუ ამას იტყჳს თუ განიკითხვიდენ და სიტყუასა მოჰჴდიდენ, ვინცა წმიდანი იყვნენ, რამეთუ განმკითხველი და სიტყჳსმიმჴდელი უფალი არს, არამედ "სჯად" "დასჯასა" იტყჳს, ვითარმედ: სოფელი, რომელ არიან ცოდვილნი (რამეთუ მრავალგან წერილი სოფლად უწესს ბოროტთა კაცთა სიმრავლესა), იგინი დასაჯნენ წმიდათა. ხოლო ვითარ დასაჯნენ? გარნა ესრეთ: რამეთუ რაჟამს გამოჩნდეს, ვითარმედ იგინიცა მსგავსნი მათნი კაცნი იყვნეს, და აჩუენეს სათნოებაჲ და მოქალაქობაჲ კეთილი, მაშინ იქმნებიან დამსჯელ ცოდვილთა, რამეთუ ამხილებდენ მათითა მით საქმითა, ვითარმედ არა უძლურებისათჳს ბუნებისა, არამედ დაჴსნილობისათჳს გონებათა მათთაჲსა ვერ სათნო-ეყვნეს ღმერთსა.
მოციქულისაჲ: და ვინაჲთგან თქუენგან ისაჯოს სოფელი, არა ჰღირთ საწუნელთა მათ სამშჯავროთა (6,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სირცხჳლ და უღირსება არს თქუენდა, რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სათნოდ ცხორებითა დამსჯელ ურწმუნოთა და ცოდვილთა იქმნეთ, რაჲთამცა თქუენ განისჯებოდეთ საწუნელთა მათ ურწმუნოთა სამსჯავროთა, რომელთა შორის არარაჲ იპოების პატიოსანი.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი ვსაჯნეთ, არათუმცა ამის სოფლისანი? (6,3).
თარგმანი: ანგელოზად ეშმაკთა იტყჳს, ვითარცა ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: "ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს". ხოლო თუ "ვსაჯნეთ" — ესე იგი არს, ვსძლოთ და დავაქცინეთ ამას სოფელსა და მას საუკუნესა სრულიად დავსაჯნეთ და უმეტესისა ტანჯვისა ღირსად გამოვაჩინნეთ, ხოლო ვინაჲთგან ჩუენდა, ღმრთისმსახურთა, ესევითარი მოცემულ არს მადლი ეშმაკთაცა დასჯად, არა უფროჲსად ჴორციელთა ამათ ზედა-მცა შეუძლეთა საშჯელისა ყოფაჲ?
მოციქულისაჲ: უკუეთუ ამის სოფლისა რაჲმე სარჩელი გედვას, შეურაცხნი იგი კრებულსა შორის ესენი დასხენით (6,4).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ უკუეთუ იტყჳთ თუ — არა არიან სოფლიოთა შჯულთა და სამართალთა მეცნიერნი ჩუენ შორის, მე გეტყჳ, ვითარმედ ამათ სოფლისა და ჴორციელთა საშჯელთათჳს თუცა-მცა ბრძენნი არა გყვეს და მეცნიერნი, რომელნი ყოველთა უშეურაცხესნი არიან ქრისტიანეთა კრებულსა შორის, უმჯობეს არს, რაჲთამცა მათ განსჯად ეცით საქმე იგი, ვიდრეღამცა ურწმუნოთა მიმართ მიხჳდოდეთ, არა თუ რომელ ესოდენნი ფილაფოსნიცა არიან თქუენ შორის.
მოციქულისაჲ: საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ (6,5).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳ ამას, რაჲთა შეგარცხჳნო და დაგილიო მიზეზი, რაჟამს გრქუა თუ — უკუეთუ ბრძენნი არა გყვანან და სწავლულნი, უსწავლელთა დასხემდით მსაჯულად, და ოდენ მორწმუნენიმცა არიან. თუარა, უკუეთუმცა არა საკდემელად თქუენდა ვიტყოდე, არა თუ არა უწყი, ვითარმედ მრავალნი შჯულის მეცნიერნი არიან თქუენ შორის.
მოციქულისაჲ: რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, არამედ ძმაჲ ძმასა ეშჯოდის და ესე უშჯულოთა წინაშე. და აწ უძლურება არს ესე თქუენდა, რამეთუ ყოვლადვე სარჩელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსად გევნების თქუენ, რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების? არამედ თქუენ ავნებთ და მიიხუეჭთ და ესე ძმათა (6,5-8).
თარგმანი: ამისთჳს შესძინა სახელიცა ძმისაჲ, რაჲთამცა სიადვილე იგი საშჯელისაჲ გამოაჩინა, ვითარმედ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, სადა-იგი არა ფრიადი შრომაჲ უჴმს, არამედ ძმობისა იგი საქმე ადვილ ჰყოფს საშჯელსა მას. ხოლო აწ ესევითარსა ორკერძოსა ბოროტსა იქმთ. ერთად, რომელ ძმაჲ ძმასა ერჩის, და მეორედ, რომელ უშჯულოთა წინაშე.