მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:22

21. უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე;22. ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე.23. ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
22. ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე (9,22).:

თარგმანი: ვითარ არა უძლურებაჲ აჩუენა ფრიად ძლიერმან მან გონებითა, რაჟამს უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა არა განცხადებულად ღმრთად თქუნა, ვითარ-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე და სული წმიდაჲ. და კუალად, ვითარ-ესე თჳთ ამათ კორინთელთა და ჰრომაელთა საჭმელთა ზედა რიდობით თანა-სათნო ეყოფვის; და ეგრეთვე კუალად სხუათა მრავალთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის