1.ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.2.უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.3.ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.4.ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.5.რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,6.არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.7.არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.8.ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.9.ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.10.რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?11.და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.12.ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.13.ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.
მოციქულისაჲ: ხოლო ნაკერპავთა მათთჳს ვიცი, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გაქუს (8,1).
თარგმანი: მიზეზი ნაკერპავთათჳს მხილებისაჲ ესე არს, რამეთუ რომელნიმე სრულნი იყვნეს სარწმუნოებითა და იცოდეს, ვითარმედ "არა შემავალი შეაგინებს კაცსა", და ვითარმედ კერპნი ქვანი და ძელნი არიან და არარა. ამისთჳს უკრძალავად შევიდოდეს ტაძრებსა კერპთასა და ჭამდეს ნაკერპავსა. და ესე საქმე თჳთ მათ სრულთაცა ავნებდა, რამეთუ ტაბლასა ეშმაკთასა ეზიარებოდეს და უსწავლელთაცა ავნებდეს, რამეთუ არა გამოიძიებდეს იგინი თუ გრილითა...
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).
თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა,...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ტიმ. 4,1-3) ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.
ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწ...
...ს, რათა ვიცოდეთ, რომ გავიგონებთ თუ სახელს „უფალი", თუ „ღმერთი", ამ სახელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამას ახლა უმიზეზოდ კი არ ვახსენე, არამედ იმისთვის, რომ როცა პავლეს სიტყვებს მოისმენ: „ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი" (), არ იფიქრო, თითქოს ამ სახელებს შორის განსხვავებაა და თითქოს ერთი მეტს ნიშნავს, მეორე კი — ნაკლებს. წერილი ამ სახელებს განურჩევლად იხმარს იმისთვის, რომ კამათის მოყვარულებს საკუთარი გამონაგონი სწორ დოგმატებში ვერ შეერიოთ. ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ საღვთო წერილი ამ სახელთაგან არცერთს არ იხმარს განსაკუთრებული და გამიჯნული მნიშვნელობით, ყურადღება მიაქციე იმას, რასაც ახლა ამბობს. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან". ვის შესახებ არის ეს ნათქვამი, ფიქრობს მწვალებელი? მხოლოდ მამის შესახებ? კარგი. მაშ ისმინე, რას ამბობს პავლე: „ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი". ხედავ, როგორ სახელი „უფალი" ძეს მიაკუთვნა? და საერთოდ, რატომ შეიძლება ითქვას, თითქოს სახელი „უფალი" სახელ „ღმერთზე" მნიშვნელოვანია? ხედავთ, რა უაზრობაა, რა საშინელი ღვთისმგმობელობაა!...
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):
...ამ საქმეში. მართლაც, მხოლოდ იფიქრე, რომ ის, ვისაც შენ უგულებელყოფ და ყურადღების გარეშე ტოვებ, შენი უფლისგან ისეთი პატივის ღირსად არის მიჩნეული, რომ მისთვის უარი არ უთქვამს თავისი სისხლის დათხევაზეც, როგორც პავლეც ამბობს: „და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა" (), — მაშინ როგორ არ დაიმალები სირცხვილისგან მიწაში? თუ მისთვის ქრისტემ თავისი სისხლიც კი დასთხია, მაშინ რა განსაკუთრებულს გააკეთებ შენ, თუ მისადმი კეთილგანწყობას გამოიჩენ, სიტყვიერი შეგონებით აღადგენ დაცემულს და მის სულს, რომელიც იძირება ან უკვე ჩაძირულია, ბოროტების სიღრმიდან ამოიყვან, სათნოების ნათელის ხილვაში დაეხმარები და ცოდვის წყვდიადისკენ ისევ არ მიისწრაფვის?
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13)
მაშ, გევედრებით, მივბაძოთ ამ მართალს; და თუნდაც მოყვასის გადასარჩენად რაიმე უსიამოვნოს მოთმინება დაგვჭირდეს, ამაზეც არ უარი ვთქვათ. ასეთი მოთმინება ჩვენთვის ცხონების გირაო იქნება და დიდ კადნიერებას მოგვანიჭებს ღვთის წინაშე. შეხედე, საყვარელო, ამ მართალს, როგორ წინ აღუდგა მთელ ხალხს, რომელმაც ბოროტებაში ასეთი ერთსულოვნება გამოავლინა, და რა უჩვეულო სიმამაცე აღმოაჩნდა დიდ სიმშვიდესთან ერთად. მართალია, ვერ შ...