მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:24

23. ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე.24. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ.25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
24. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანაზიარ ვიქმნე (9,24).:

თარგმანი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამას ყოველსა ვიქმ, რაჲთა თანაზიარ სახარებისა ვიქმნე, ვითარცა მეცა თავით თჳსით შემომღებელი მის შორის ძღუენსა, ესე იგი არს სახედ მიცემაჲ თავისა ჩემისაჲ მორწმუნეთა მისთა, რაჲთა ბაძვითა ჩემითა იგინიცა ყოველსავე ჰყოფდენ და თავს-იღებდენ აღშენებისათჳს ძმათაჲსა. ვინაჲცა შენ იხილე გონებაჲ მოციქულისაჲ, ვითარ ესოდენთა მათ შრომათა და ღუაწლთა თჳსთა მოქმედებაჲ არარაჲსა სხჳსა სასყიდელთაგანისათჳს თქუა, თჳნიერ სახედ დადებისა, რაჲთა ექმნეს კანონ განმმართველ და ყოვლისავე მოქმედ, რაჲთა იგინიცა ყოველსავე თავს-იღებდენ აღსაშენებელად ძმათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის