თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ყოველივე მოღუაწე ყოველსავე ეკრძალებინ. ესე იგი არს მოციქულისა მიერ სწავლული ღონე გჳრგჳნთა მიმთხუევისაჲ, რამეთუ არა ესე არს მოღუაწებაჲ, რაჲთა ამას რასმე ეკრძალებოდის და იმას —არა, არამედ ყოვლისაგანვე ქონებასა კრძალულებისასა ეწოდების მოღუაწება ჭეშმარიტ.
1 კორინთელთა მიმართ 9:26
25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9