თარგმანი: საუკუნოჲსა ცხორებისათჳს წინა-გამოძიებით წინაჲსწარმეტყუელეს წინაჲსწარმეტყუელთა და ყოფადისა ამის ქრისტეს მიერ მადლით გამოჴსნისათჳს, რომლისათჳს ესაია იტყჳს: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა; ხოლო იერემია — მოვედით, შეურიოთ ძელი პურსა მისსა; და უპირატეს მათსა მოსე: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა წინაშე თუალთა თქუენთა დამოკიდებულსა ძელსა ზედაა. ესე ყოველი ეუწყებოდა მათ არა ლიტონის კაცისა, არამედ ღმრთისა განკაცებულისა ქრისტეს სულითა, რომელი-იგი ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ, და წინა-მაუწყებელ წინაჲსწარმეტყუელთა, არა ხოლო ჴორცთ-შესხმასა, არამედ ვნებათა და აღდგომასა მხოლოდშობილისა ძისასა. ესრეთ უკუე წინაჲსწარმეტყუელებასა თანა წინაჲსწარმეტყუელთასა ერთ არს ქადაგებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, და ორნივე ზოგად მსახურნი არიან კაცთა ცხორებისანი, მადლისა ამისთჳს ქრისტეს მიერისა, რომლისა არა ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა, არამედ ანგელოზთაცა სუროდა საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ მოსწავებულისაჲ სიონს გარდამოსლვისა და განყოფისაჲ მადლთა სულისათაჲ, და ვითარ ჴორცითა და სისხლითა საუფლოჲთა გამოიზარდნეს ძენი კაცთანი, და ესრეთ თანა-ზიარ იქმნნეს ჴორცთა...
1 პეტრე 1:11
10. რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს,11. გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.12. რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
1 პეტრე თავი 1