მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 1:13

12. რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.13. ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.14. ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,
1 პეტრე თავი 1
13. ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლისა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი (1,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა უხუებაჲ მადლთა და ნიჭთა ღმრთისა მიერთაჲ, აწ განაკრძალებს მიმღებელთა ნიჭისათა, რაჲთა მტკიცე ყონ სარწმუნოებაჲ გონებათა მათთაჲ სიფრთხილით მუშაკობითა საქმეთა წინა-განმამზადებელთაჲთა, რაჲთა არარაჲ აკლდეს ღირსი სამოსელი საქორწინე და რაჲთა ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა შეიკრძალონ უცვალებელი სასოებაჲ საღმრთოჲსა მადლისაჲ, რომელი მიენიჭოს მათ მაშინ, რაჟამს იყვნენ შვილ მორჩილებისა, მიმღებელ სიმდიდრეთა მამულთა, დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის