თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა, ხოლო მოციქულებასა თჳსსა ქრისტესთჳს "წინაჲსწარ ცნობითა" იტყჳს ღმრთისა მამისაჲთა, და სახესა თჳსისა მოციქულებისასა სიწმიდითა სულისაჲთა განგებულად წარმოაჩინებს, რაჲთა განუცხადოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა და წინა-საუკუნეთა განსაზღვრებითა მამისა და სულისაჲთა იქმნა საცხორებელად ყოვლისა სოფლისა ქმნილი ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.
1 პეტრე 1:2
1. პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა,2. წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,
1 პეტრე თავი 1