თარგმანი: ვინაჲთგან უხრწნელებასა და ცხოველსა სასოებასა, რომელ არს სასოებაჲ მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოდ ცხოველ-ყოფისაჲ, და კეთილთა ზეცისათა დამარხვასა უქადაგებს მათ, რომელნი-ესე უზეშთაეს არიან საზომსა კაცობრივისა ღირსებისასა, ამისთჳს მადლობით კურთხევითა ღმრთისა მამისაჲთა მრავალსა მას წყალობასა მისსა შორის-შემოიღებს, რაჲთა სარწმუნო ყოს სიმაღლე აღთქუმათაჲ ამათ; რამეთუ, სადა ღმერთი იყოს მიმცემელ, მუნ ზეშთა-ბუნებისაობაჲცა ნიჭთაჲ ადვილად შესაწყნარებელ იქმნების. ამას თანა ძუელისაცა მის შჯულისა აღთქუმათა თანა-შეატყუებს ახალსა ამას, ვითარ მათ წარმავალი ოდენ აღეთქუმოდა ქუეყანისა იერუსალემი, ხოლო ახლისათა ამათ — ყოველივე ზეცისაჲ საუკუნოდ დაუსრულებელი.
2. წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,4. სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,
1 პეტრე თავი 1