მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 2:19

18. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.19. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.20. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.
1 პეტრე თავი 2
19. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუითა. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და იქენჯნებოდით და მოითმენდეთ. არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან, და იჩინენით-ცა მებრ ამისთჳსვე (2,18-21).:

თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის