თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.
1 პეტრე 2:20
19. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.20. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.21. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;
1 პეტრე თავი 2