თარგმანი: ორსა ეძიებს დედათაგან: მორჩილებასა ქმართასა და განგდებასა სოფლიოჲსა მის მეტისა შემკობისასა. რამეთუ სამკაულ დედაკაცისა - მორჩილებაჲ ქმრისაჲ, რომელსა შეუდგს ყოველი კეთილი. იხილე, ვითარ ესოდენ დიდ ჰყოფს დედათა კრძალულებისა თანა-მდებობასა, რომელ კმა იყოს დუმილით ხოლო სახე ყოფად სარგებელისა, არა ხოლო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა, რაჟამს არა გარეშითა ხოლო კაცითა, არამედ შინაგანითა გულისაჲთა მყუდრო და წესიერ იყვნენ.
1 პეტრე 3:1
1. ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ,2. ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,
1 პეტრე თავი 3