1.განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.2.ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ.3.უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,4.რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.5.და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ.6.რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არსადა ჰრცხუენეს.7.თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,8.რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს.9.ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა.10.რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.11.საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.12.სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.13.დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს;14.გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს.15.რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა.16.ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი17.ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით.18.მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.19.რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.20.რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.21.და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;22.რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;23.რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;24.რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით.25.რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.
მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და...
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს; გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურისმეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს — დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა (2,13-15).
თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი...
არამედ მოვიყვანოთ გონებაჲ თჳსავე სადგურად და ვისმინოთ ამისვე საღმრთოჲსა მახარებელისაჲ, რამეთუ პირველადვე მოგჳთხრობს მიუწდომელსა მას და უსაზღვროსა არსებასა და კუალად ღაღადებს უცნაურსა მას საიდუმლოსა და მიზეზსა ჴსნისა ჩუენისასა, სავსესა ყოვლითა საშინელებითა, და იტყჳს: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“.
ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი პირველითგან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“, და სავსებისაგან ღმრთეებისა მისისა მოვიღოთ მადლი მადლისა წილ, რომელ არს შჯული შჯულისა წილ.
რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ...
სწავლაჲ პე რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა:
...ნ-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუით; რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით“.
მეორედ, რამეთუ უწყით, ვითარმედ მაგინებელნი და შეურაცხმყოფელნი ჩუენნი უფროჲსად სარგებელ გუექმნებიან, ვიდრეღა მაქებელნი და პატივმცემელნი; რამეთუ იგინი გჳრგჳნსა მოთმინებისასა მოგუატყუებენ, უკუეთუ გუენებოს, ხოლო ესენი ზუაობასა და ამპარტავანებასა შთაგუაგდებენ, უკუეთუ არა ფრიად ვეკრძალნეთ. - და ვითარ იყოსო ესე, რაჲთამცა მაგინებდა ვინ და შეურაცხ-მყოფდა, და არამცა განვრისხენ? - მეტყჳან ვიეთნიმე.
ჰე, ძმაო, შესაძლებელ არს ესე და არა შეუძლებელი. ოდეს ვინმე შეგაწუხოს და ბოროტი გიყოს საქმით გინა სიტყჳთ, და აღიძრვოდი გულისწყრომად, გამოსახე სასწაული ჯუარისაჲ გულსა შენსა, მოიჴსენენ ვნებანი და შეურაცხებანი ქრისტესნი, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა, მოიჴსენე შიში ღმრთისაჲ, და განქარდეს ვნებაჲ იგი შენგან, და იქმნა მშჳდ და მოთმინე.
უკუეთუ კუალადცა იტყჳ, თუ: შეუძლებელ არს ესე, მიხედენ მებრ მონათა შენთა და მათგან ისწავე. ოდეს აგინებდე და შეურაცხ-ჰყოფდე...
...ებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.
18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით. ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. - უფალი აქ გვიჩვენებს, რომ სამყარო წარხდება და სახეს შეიცვლის, მაგრამ ვიდრე ყოველივე დგას, უმცირესი ასოც კი სჯულისა არ დაიკარგება. ერთნი "იოტასა" და "რქაში" სჯულის ათ მცნებას გულისხმობენ, მეორენი - ჯვარს. იოტა (ι) სწორი ძელია ჯვრისა, ხოლო რქა -გადამკვეთი და ამბობენ, რომ თქმული ჯვრის შესახებ აღსრულდება.