მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:10

9. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.10. რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა,11. მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას,
1 პეტრე თავი 3
10. რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა,
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილნი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ2 ზაკუვასა. მოიქეცინ ბოროტისაგან და ქმენინ კეთილი. მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას. რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა. ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა (3,10-12).:

თარგმანი: ვინაჲთგან იგი ოდენ არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ, რომელი პგიეს საუკუნოდ, და დღენი კეთილნი — იგი ოდენ, რომელთა შინა ყოვლად მოისპობვის კუალი სიბოროტისაჲ, ამისთჳს ძიებით იძიებვის ეგევითრი კაცი და ძნიად საპოვნელ არს, რომელსა შეურაცხ-ეყოს საწუთროჲ საუკუნოჲსა მისთჳს და აღჳრ-ასხმიდეს ენასა, ვითარცა მალე მიმდრეკელსა ბოროტისა მიმართ, და ბაგენი მისნი არა იტყოდინ ზაკუვასა, რომელ არს ტყუილი, საყუარელი ტყუილისა მამისა ეშმაკისაჲ. ხოლო მოქცევაჲ რაჲ ბოროტისაგან გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ესე არა ჩუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთამცა ვითარ დავაყენეთ სრულიად ჟამად-ჟამადი ბრძოლაჲ ბოროტისაჲ, არამედ ჩუენდა საჴმარ არს მარადის — მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ, რაჲთა პირველად განვიყაროთ მტერისა მიერ დათესული ჩუენ შორის ღუარძლი, და ესრეთღა ვმუშაკობდეთ თესლსა საღმრთოჲსა სწავლისასა ნაყოფიერებად ჩუენ შორის, რომლითა მოიძიების ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ, რომლისა მიერ ორივე ერთ იქმნა და იქმნების მიდევნაჲ მისი მკჳრცხლმორბედებითა გზასა მცნებათა მისთა მოქმედებისასა, რომლისა მოხედვასა განწმედილნი ხოლო ღირს იქმნებიან, რამეთუ მახლობელ არს თუალით ხედვად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის