თარგმანი: არღარა ცოლთა ოდენ და ქმართა, არამედ ზოგად ყოველსა ჰასაკსა ყოველთა კაცთასა ჰლოცავს სიყუარულით ერთ-ნება ყოფისათჳს, რომელ არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, რამეთუ ამისგან აღმოეცენებიან მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიყუარული ძმათაჲ, შეწყნარებაჲ უცხოთაჲ და სიმდაბლე ყოველთა მიმართ. ამათ შეუდგს აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ: არა მიგებაჲ ბოროტისა, არცა გინებისაჲ, არამედ წინაუკუმო — კურთხევაჲ მწყევართაჲ და მაგინებელთაჲ; რომლითა დავიმკჳდრებთ კურთხევასა მცნებისა აღმასრულებელთასა.
1 პეტრე 3:9
8. ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.9. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.10. რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა,
1 პეტრე თავი 3