თარგმანი: საძიებელ არს, ვითარ უფალი ბრძანებს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ მიუგოთ; ხოლო მოციქული იტყჳს: მზა იყვენით მარადის სიტყჳს-გებად. არამედ ცხად არს, ვითარმედ უფალი წამებად წარდგინებულთა უბრძანებს, რაჲთა, რაჟამს გონებაჲ მჴნე და ახოვან იყოს ღუაწლთა მიმართ, სიტყუათა უსწავლელობისათჳს არა დაეყენნენ მოსწრაფედ შეკადრებად, რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს მათ ჟამიერსა სიტყუასა აღსაარებისასა. ხოლო რომელნი ეკლესიათა შინა იყვნენ მორწმუნენი, მათ ყოველსავე ჟამსა უჴმს მზა ყოფაჲ კეთილად სწავლულებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, რაჲთა კმა იყვნენ წურთილებისაგან წმიდათა წერილთაჲსა მიცემად სიტყჳსა მკითხველთა მათ მიმართ ძალსა და სასოებასა ჩუენ შორის მყოფისა ამის სარწმუნოებისასა, რომლითა მოველით აღდგომასა და საუკუნოდ ცხორებასა. ხოლო სიტყჳს-გებაჲ იგი ნუმცა არს ჴდომით და შფოთით, არამედ სიმშჳდით და შიშით, ვითარმცა წინაშე ღმრთისა იტყოდა საღმრთოთა მათ სიტყუათა, ქონებითა გონებისა კეთილისაჲთა, რაჲთა არცხჳნოს ძჳრის მზრახვალთა და ბოროტის მნებებელთა თჳსთა წადიერად სურვილით ძიებითა მოქცევისა და ცხორებისა მათისაჲთა.
1 პეტრე 3:16
15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.16. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.17. რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.
1 პეტრე თავი 3