თარგმანი: ამით სიტყჳთა გჳჩუენებს, ვითარმედ არა არს კაცსა ზედა მიშუებაჲ განსაცდელისაჲ თჳნიერ ანუ განგებითა ანუ მიშუებითა ღმრთისაჲთა უმჯობესისათჳს. ამისთჳს ნუმცა დავჰჴსნდებით, რაჟამს კეთილსა რაჲ ვიქმოდით და მყის აღგჳდგენ განსაცდელნი.
16. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.17. რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,
1 პეტრე თავი 3