მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:19

18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.20. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.
1 პეტრე თავი 3
19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითაცა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ქადაგა, რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს (3,19-20).:

თარგმანი: რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთშესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა — მამისა — ღმრთეებასა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ არა ხოლო ცოდვილთა, არამედ მართალთაჲცა იგივე იყო სავანე —ქუესკნელი ჯოჯოხეთისაჲ, ვინაჲთგან სამოთხე დაჴშულ იყო გარდასლვითგან ადამისით. ხოლო სასუფეველი ცათაჲ არღა სავალ-ქმნილ იყო კაცთა, რამეთუ მიელოდა ქრისტეს მიერ წინა-განღებასა დასაბამითა თბისა ჩუენისაჲთა. ამისთჳსცა ჯოჯოხეთს მკჳდრთა —მართალთა და ცოდვილთა — ყოველთა სწორებით ექადაგა, და რომელთაცა ჰრწმენა, იგინიცა აღდგეს ქრისტეს თანა და აღმოიყვანნეს ჯოჯოხეთით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის