თარგმანი: ესე კმა ეყოფის ყოველთა, რომელთა უმშჯავროდ ევნებოდის, რაჲთა გულს-იდგინონ მიბაძვებაჲ ცხოველსმყოფელსა მას ვნებასა ქრისტესსა, რომელი-იგი მართალ იყო, არამედ ჩუენთა ცოდვათათჳს ევნებოდა, რაჲთა განმამართლნეს და ეგრეთ წარმადგინნეს ღმრთისა.
1 პეტრე 3:18
17. რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.
1 პეტრე თავი 3