თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად სახედ მიღებულ არს მათთჳსცა, რომელნი-იგი ჯოჯოხეთით არა ყოველნი გამოვიდეს, არამედ მორწმუნენი ოდენ, და ამათთჳსცა, რომელ არა ყოველნი, არამედ ვიეთნიმე ცხონდებიან ნათლისღებითა. არამედ ნუ გიკჳრს, რამეთუ მაშინცა რვანი ოდენ სულნი განერნეს წყლით რღუნისაგან, რომლისა სახე არს წყალი ესე ნათლისღებისაჲ, რამეთუ ეშმაკთა და ვნებათა მოაშთობს, ხოლო მორწმუნეთა აცხოვნებს. გარნა ესე საძიებელ არს მორწუნეთა მათთჳს ნათელღებულთა, რაჲთა არა ჴორცთა განბანისა ნივთად იჴუმიონ წყალი იგი ნათლისღებისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა შემატებითა უფროჲს აღმაორძინებელ ყონ იგი სურვილსა და ტრფიალებასა თჳსსა ღმრთისა მიმართ.
1 პეტრე 3:21
20. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.21. რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა,22. რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.
1 პეტრე თავი 3