თარგმანი: უცხოჲსა განმგე მას უწოდიან, რომელი სხჳსა ნაქონებთა მტაცებელობით განმდიდრებული კაცისმკლველსა, მპარავსა და ძჳრისმოქმედსა თანა შეირაცხოს. ვინაჲცა ამათ მიზეზთათჳს ტანჯულნი სირცხჳლისა ღირს არიან. ხოლო ქრისტეანობისათჳს გუემულნი თანამდებ არიან მადლობად ღმრთისა, ვითარცა ღირს-ქმნულნი კეთილსა მას ნაწილსა ქრისტეს აღსაარებისასა, რომელი არასადა მიეღოს მათგან.
1 პეტრე 4:16
15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?
1 პეტრე თავი 4