მოციქულისა: ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ. რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, რაჲთა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად (4,1-2).
თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა,...
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ, არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ (4,12-13).
თარგმანი: ყოვლისავე განსაცდელისა, სენთა და სალმობათა, დევნულებათა და ჭირთაჲსა თავს-დებად გუამცნებს, რჲთა აქა სოფელსა ამას შინა ზიარებითა ვნებათა ქრისტესთაჲთა მერმესა მას საუკუნესა განვიხაროთ თანა-ზიარებითა...