თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა, ვითარცა მის თანა ჯუარცუმულნი ჴორცითა, უქმ ვიყვნეთ ყოვლისა მიმართ ვნებისა ჴორციელისა და შორს ყოველთაგან გულისთქუმათა ბოროტთა, რაჲთა მხოლოდ მცნებათა მიმართ საღმრთოჲთა გულისთქუმითა ვჴმობდეთ: ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. და ესრეთ ნებისაებრ ღმრთისა მოგუემადლნენ ნეშტნი ესე ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი, რაჲთა ჴორცთა შინა უჴორცოთა მოქალაქობასა მოგებად ღირს ვიქმნნეთ.
1 პეტრე 4:2
1. ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან,2. რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად.3. რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა.
1 პეტრე თავი 4