თარგმანი: ფრიად სარგებელ არს გლოვაჲ გარდასრულთა მათ და უდებებით თანა-წარსრულთა დღეთა ჩუენთაჲ. ამას თანა და სასწავლელცა არს სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ: ესევითარი წარჴსნილი ცხორებაჲ პირუტყული არს და წარმართული, უცხოჲ მოქალაქობისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვინაჲცა ბოროტისა ჩუეულებისა მიდევნებულთა მათ უცხო უჩნს მოქცეული მისგან, და ამისთჳს უძჳრესად დაიშჯებიან, რამეთუ ნაცვალად ქებისა მგმობარნი არიან და მძაგებელნი სხუათა კეთილისანი. ხოლო შენ რაჟამს გესმეს შჯაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ, გულისჴმა-ჰყოფდ ზოგად, ვითარმედ სულთა და ჴორცთა შჯის გინა თუ მართალთა და ცოდვილთა, რამეთუ მართალთა ცხოველ უწოდს სათნოებისათჳს, ხოლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.
1 პეტრე 4:3
2. რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად.3. რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა.4. რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ.
1 პეტრე თავი 4