თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა, რამეთუ მაშინ ჯერეთ საზიარო იყო სახელები ესე რამეთუ ეპისკოპოსთა ხუცეს და ხუცესთა ეპისკოპოს უწოდდიან, რომელთა აწ მოციქული უბრძანებს, რაჲთა რწმუნებულსა მას მათდა სამწყსოსა ღმრთისასა ფრთხილად ზედაადგენ, და თჳნიერ იძულებისა ნებსით რწმუნებით არწმუნებდენ ყოველსა კეთილსა, და ნუმცა შესაძინელ ჴორციელისა რაჲსმე საძაგელისა განხრწნადთა ნივთთა მოგებისა ჰყოფენ მწყემსობასა მათსა, არამედ ყოველი გულსმოდგინებაჲ აქუნდინ ცხოვნებისათჳს მათისა, სიტყჳთ სწავლითა და საქმით სახე სათნოებისა ყოფითა მათდა, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა მოიღონ წარუვალი სასყიდელი შრომისაჲ მწყემსთმთავრისა და მაცხოვრისაგან ყოველთაჲსა ქრისტეს ღმრთისა.
1 პეტრე 5:1
1. ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.2. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.
1 პეტრე თავი 5