თარგმანი: ბაბილონად სახისმეტყუელებით ჰრომსა უწოდს, და მას შინა მყოფად — ერსა მორწმუნეთასა, ხოლო რჩეულად — მას შინა ეკლესიასა ქრისტეანეთასა. და მარკოზს იტყჳს მახარებელსა, რომელსა-იგი ქრისტეს მიერითა შვილებითა ძედცა თჳსად უწოდს, რამეთუ ამან მარკოზ ბრძანებითა პეტრესითა აღწერა სახარებჲ თჳსი.
1 პეტრე 5:13
12. სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.13. გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,14. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ.
1 პეტრე თავი 5