თარგმანი: იხილე, ვითარ დასასრულად სიტყჳსა ამცნებს ურთიერთას ამბორის-ყოფასა სიყუარულითა საღმრთოჲთა. და ესრეთ ლოცვისა მიერ დაჰბეჭდავს სიტყუათა სწავლისა და მოძღურებისათა, რომელთა ბეჭედ ჰყოფს მშჳდობასა მას ქრისტეს მიერ მოცემულსა, რომლისა ღირს ყოფაჲ მეყავნ ჩუენცა წყალობითა მისითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
1 პეტრე 5:14
13. გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,14. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ.
1 პეტრე თავი 5