მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 5:9

8. განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.9. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.10. ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.
1 პეტრე თავი 5
9. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.
თავი ზ̂. მცნებისათჳს ხუცესთაჲსა, რაჲთა კეთილად იღუწიდენ სამწყსოთა თჳსთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა (5,8-9).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძილი და უდებებაჲ მჴეცთ შესაჭმელ ჰყოფენ სულსა, ამისთჳს სიფრთხილედ და მღჳძარებად გჳბრძანებს დაუგებელისა მისთჳს და ყოვლად სამარდისოჲსა მძჳნვარებისა, რომელი აქუს ჩუენთჳს საცნაურსა მას ლომსა, მოსურნესა შთანთქმისა ჩუენისასა, რომელი-იგი, ვინაჲთგან საღმრთოდ მღჳძარეთა და კეთილად მოღუაწეთა ვერ შთანსთქამს, ამისთჳს მიმოვალს, რაჲთა პოვოს ვინმე დამძიმებული ჰრულითა უდებებისაჲთა, და ყოს საზრდელ მუცლისა თჳსისა, არამედ ვსძლოთ მას, უკუეთუ მტკიცე ვიყვნეთ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და იგი ჰბრძოდის მას ჩუენ წილ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის