მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:16

15. რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან16. და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.17. ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
16. და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა მძიმე არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად ილეოდა, მით უმეტეს მას, ვისაც სულები აქვს მინდობილი, თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს და თუნდაც მდაბალი, ყველაფერი უნდა აკეთოს და მხოლოდ ერთს უმზერდეს: მოწაფეთა ცხონებასა და აქედან ღმერთისთვის წარმოშობილ დიდებას....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის