მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:7

6. არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან; და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა,7. არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა.8. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
7. არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა." ().

1. სარწმუნოების ხმობა და ძის მოლოდინი

როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი სურნელს თავის თავში გამოკეტილად არ იჭერს, არამედ შორიდან გამოსცემს მას და, ჰაერს რომ თავის სუნს აზიარებს, ამგვარად ახლობელთა გრძნობებამდეც აღწევს, ასევე კეთილშობილ და საკვირველ კაცებს სათნოება თავის თავში გამოკეტილი არა აქვთ, არამედ თავიანთი სახელით მრავალს არგებენ და უკეთესებად აქცევენ. სწორედ ეს მოხდა მაშინაც. ამიტომაც ამბობდა:...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. დევნის ნუგეში და მოციქულის მონატრება:

...ზემოთ ლიქნზე თქვა, აჩვენებდა, რომ არ ლიქნობს და დიდებას არ ეძიებს; აქ კი სიყვარულზე ამბობს.

რადგან ზემოთ თქვა: „ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა" () და „ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა" (), აქ კიდევ სხვას ამბობს: დაობლებულნი; ეს კი შვილებს შეჰფერის, რომლებიც მამებს ეძიებენ. და განა თესალონიკელები დაობლდნენ? არა, ამბობს, არამედ ჩვენ. რადგან თუ ვინმე ამ მონატრებას გამოიკვლევს, დაინახავს: როგორც პატარა, დაუცველი ბავშვები, რომლებმაც უდროო ობლობა იწვნიეს, დიდ მონატრებაში არიან მშობლებისადმი, არა მხოლოდ თვით ბუნების გამო, არამედ სიმარტოვის გამოც, სწორედ ასე ვართ ჩვენც. ამით პავლეს გულდაწყვეტილობასაც აჩვენებს, რომელშიც განშორების გამო იყო. და ამასთან, ამბობს, ვერ იტყვით, რომ დიდხანს ველოდეთ; არამედ „წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა" (), რადგან მუდამ გყავართ გონებაში....

სრულად ნახვა