მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:8

7. რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ.8. აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.9. ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
8. აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ ().

1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება

როდესაც გადაუდებელ და ხელთმყოფ საკითხებზე შეჩერდება და შემდეგ უკვე მუდმივზე შედგომას აპირებს, იმაზე, რისი მოსმენაც განუწყვეტლივ საჭიროა, წინ უსვამს ამ სიტყვას: „ამიერითგან“ (), ანუ: მარადის და განუწყვეტლივ „გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ“ (). საოცარია! თავის თავს შეგონებისთვისაც კი სარწმუნოდ არ მიიჩნევს, ამბობს; თუმცა ვინ იყო ასე სარწმუნო? არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა:

...რძნე: როდესაც შეგონებასა და დარიგებას აპირებს, შუაში დებს წარმატებულ საქმეს, რათა წინა დარიგებისა და მუქარისაგან ამოისუნთქონ, როცა ამბობდა: „აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა." (), და ამ მუქარის გამო არ განდგომოდნენ. სხვებისთვის მიცემა კი შრომისგან ხდება: კაცი არ იღებს და არ უქმობს, არამედ შრომით სხვებს აძლევს. რადგან ამბობს: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა." (). და ამბობს: „შურებოდეთ ჴელითა თქუენითა" (). სად არიან მაშ ისინი, ვინც სულიერ საქმეს ეძებენ? ხედავ, როგორ მოუსპო მათ ყოველგვარი საბაბი, როცა თქვა: „ჴელითა თქუენითა" ()?

განა ვინმე მარხვას ხელებით აკეთებს? ან ღამისთევე...

სრულად ნახვა