...მთელ დედამიწას ერთგვარი სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ვინაიდან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, როდესაც ჩვენს სულებში სულიწმინდის მადლი აანთო. მაგრამ ამ ნათელს ზოგიერთებმა მიიღეს და უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადეს, როგორებიც იყვნენ პავლე, პეტრე და ყველა ის წმინდანი; სხვებმა კი ჩააქრეს, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვინც რწმენაში ხომალდის მსხვრევა განიცადა, როგორც კორინთოში სიძვაში ჩავარდნილმა და როგორც გზიდან აცდენილმა გალატელებმა. ამიტომ ახლა პავლე ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), ესე იგი, ნიჭს; რადგან მას ჩვეულებად აქვს სულის ნიჭს ასე უწოდოს. სულის ნიჭს კი უწმინდური ცხოვრება აქრობს....
1 თესალონიკელთა მიმართ 5:4
3. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.5. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5