მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:8

7. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.8. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ.9. რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
8. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...თ“** (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან“ (); ხოლო „ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ“ (). აქ აჩვენებს, რომ დღის ნათელში ყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული. აქ კი — ამ ხილულ დღესა და ღამეს ვგულისხმობ — ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული: ჩვენი ნების წინააღმდეგაც დგება ღამე და ჩვენდა უნებურად ძილი გვიპყრობს. ხოლო იმ სულიერი ღამისა და ძილის შემთხვევაში ასე აღარ არის, არამედ შესაძლებელია მუდამ მღვიძარება, შესაძლებელია მუდამ დღეში ყოფნა. რადგან სულის თვალების დახუჭვა და ბოროტებისაგან მომდინარე ძილის მოწევა ბუნების საქმე კი არ არის, არამედ — არჩევანისა. მაგრამ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), ამბობს. რადგან შესაძლებელია, ვინმე მღვიძარე იყოს და მაინც ეძინოს, თუ არაფერს კეთილს აკეთებს; ა...

სრულად ნახვა