მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:7

6. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.7. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.8. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
7. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...ამრიგად: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან“ (); ხოლო „ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ“ (). აქ აჩვენებს, რომ დღის ნათელში ყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული. აქ კი — ამ ხილულ დღესა და ღამეს ვგულისხმობ — ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული: ჩვენი ნების წინააღმდეგაც დგება ღამე და ჩვენდა უნებურად ძილი გვიპყრობს. ხოლო იმ სულიერი ღამისა და ძილის შემთხვევაში ასე აღარ არის, არამედ შესაძლებელია მუდამ მღვიძარება, შესაძლებელია მუდამ დღეში ყოფნა. რადგან სულის თვალების დახუჭვა და ბოროტებისაგან მომდინარე ძილის მოწევა ბუნების საქმე კი არ არის, არამედ — არჩევანისა. მაგრამ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), ამბობს....

სრულად ნახვა