მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:1

1. გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს,2. მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
1. გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს,
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ." ().

1.

მღვდელი მთელი ქვეყნიერების ერთგვარი საერთო მამაა. ამიტომ მართებულია, რომ იგი ყველასთვის ზრუნავდეს, ისევე როგორც ღმერთი, ვისთვისაც მღვდელმსახურებას აღასრულებს; ამის გამო ამბობს: „გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა“ (). რადგან აქედან ორი სიკეთე წარმოიშობა: მტრობა, რომელიც გარეშეთა მიმართ გვაქვს, ირღვევა; ვერავინ შეძლებს მტრულად იყოს განწყობილი იმისადმი, ვისთვისაც ვედრებას აღავლენს; და თვით ისინიც უკეთესნი ხდებიან, როგორც იმით, რომ...

სრულად ნახვა
ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მართლაც, მცირე საქმე არ არის ეს — შვილების აღზრდა. ხოლო შვილების აღზრდა უბრალოდ შვილების მხოლოდ გამოკვებას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ როგორც საჭიროა, ისე აღზარდო, როგორც ზემოთ ამბობს: „უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით“ (). ხედავ, როგორ ყველგან თავისიანთათვის გაწეულ კეთილ საქმეებს უცხოთათვის გაწეულზე წინ აყენებს? რადგან პირველად ამბობს და შემდეგ ასე აგრძელებს: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა“ ().

მაშ რა, თუ ღარიბია? ასეთ შემთხვევაშიც არც შვილების აღზრდის, არც სტუმართმოყვარეობისა და არც ჭირვეულთა შეწევნის შესაძლებლობას მოკლებულია. ორი წვრილი მონეტის ჩამდებ ქვრივზე უფრო ღატაკი ვერ იქნება; თუნდაც ღარიბი იყოს, სახლი აქვს; ცის ქვეშ ხომ არ რჩება. ამბობს: **„უკუე...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

.... მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.“** ().

1.

ნეტარი პავლე ქალებისგან დიდ კრძალულებას მოითხოვს, დიდ წესიერებას. ამის გამო იგი გარეგნულ იერსახემდე და შემოსვის წესიერებამდე კი არ ჩერდება, არამედ ხმამდეც მიდის; და რას ამბობს? „დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა“ (). რას ნიშნავს ეს? ეკლესიაში ქალმა ხმაც ნუ ამოიღოსო, ამბობს; ამასვე ამბობდა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერდა: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს... რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად“ ()....

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...ხოლო რომ ეს საქმე ქვრივებს ეკუთვნის, ბავშვების აღზრდას ვამბობ, მოისმინე პავლესგან: „უკუეთუ შვილნი განზარდნა" (); და კვლავ: „არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა." () — არ უთქვამს: „ქმრისაგან". ჩაუდეთ მათ ღმრთის შიში სიყრმიდანვე და ეს ყოველ მამაზე მეტად დაიცავს მათ; ეს დაურღვეველი ზღუდე იქნება. რადგან, როცა მცველი შიგნით არის დამკვიდრებული, გარეგანი ხერხები აღარ გვჭირდება; ხოლო როცა იგი არ არის, ყოველივე გარეგანი ამაო ხდება. ეს იქნება მათთვის სიმდიდრეც, დიდებაც და კეთილწესიერებაც; ეს მათ ბრწყინვალედ გახდის არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ცათა შინაც.

ნუ მიაპყრობ მზერას იმათკენ, ოქროს სარტყლებით შემოსარტყლულებისკენ, ნურც ცხენებზე ამხედრებულებისკენ, ნურც სამეფო სასახლეებში მამების გამო მოელვარეებისკენ, ნურც მათკენ, ვისაც მხლებლები და აღმზრდელები ჰყავს. სწორედ ეს, შესაძლოა, აქცევინებს ქვრივებს ობლების გამო თავ...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).:

...იგი მისი.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს ხოლო იღუაწა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენდაცა კეთილისა მასწავლელ იქმნა. ხოლო ვითარ რომელი-ესე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "დედათა მოძღურებად არა უბრძანებ" (), აქა აქებს სწავლით დაშურომასა ამისსა? — ცხად არს, ვითარმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).

თარგმანი: დიდი ქებაჲ არს ნათესავობაჲ, ხოლო უმეტესი ქებაჲ არს თანატყუეობაჲ პავლესი, რომელი-იგი დაღაცათუ ტყუედ არაოდეს მიცემულ არს, არამედ ტყუეთასა უძჳრესი შეემთხუეოდა უცხოებასა თანა მამულისა ქუეყანისასა;...

სრულად ნახვა